განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დევნილთა ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი (მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ რამდენ მათგანს გადაეცა კერძო საკუთრებაში) ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება;
2
დღეის მდგომარეობით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, სამინისტროში დევნილი ოჯახების მიერ დარეგისტრირებული განაცხადების რაოდენობა, რომელთაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დღემდე არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართი ან/და აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში შესაბამისი ფულადი დახმარება;
3
2016-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) დევნილთა გრძელვადიანი განსახლების თითოეული პროგრამის/პროექტის მიხედვით გაწეული ხარჯები, პროექტის/პროგრამის განმახორციელებლის, ბენეფიციარი დევნილი ოჯახების რაოდენობის და დაფინანსების წყაროს მითითებით;
4
სამინისტროს გათვლებით, იმ თანხების მიახლოებითი ოდენობა, რომელიც საჭიროა ყველა იმ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად, რომელთაც აღნიშნული თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არ მიუღია შესაბამისი დახმარება.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი