განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში (ცალ-ცალკე სასწავლო წლების მიხედვით) საჯარო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა კლასების მიხედვით, რომლებმაც ვერ შეძლეს კლასის დაძლევა (თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე);
2
საჯარო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა რომლებმაც ვერ შეძლეს 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში პროგრამა Teams-ით სარგებლობა, მიზეზების მიხედვით; (თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე);
3
საჯარო სკოლების მასწავლებელთა რაოდენობა რომლებმაც ვერ შეძლეს 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში პროგრამა Teams-ით სარგებლობა, მიზეზების მიხედვით (თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე)
4
დღეის მდგომაროებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გამგებლობაში არსებული სტატისტიკური მონაცემთა ბაზების ჩამონათვალი და მათი მოკლე აღწერა, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან;
5
2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში (ცალ-ცალკე) საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლები თვეების (მათ შორის დისტანციური სწავლების ფარგლებში) და (თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე) მიხედვით.
6
საჯარო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა რომლებმაც 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში ისარგლებლეს პროგრამა Teams-ის ალტერნატიული პლატფორმით; (პლათფორმების, თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე);
7
საჯარო სკოლების მასწავლებელთა რაოდენობა რომლებმაც 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში ისარგლებლეს პროგრამა Teams-ის ალტერნატიული პლატფორმით; (პლათფორმების, თბილისის და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე);
8
ენების ჩამონათვალი რომლებზეც ხელმისწავდომია სასწავლო პლათფორმები Teams და Edupage.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი