განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 20 მაისამდე, იმ ბენეფიციარების რაოდენობა რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დაერიცხათ ქულები/თანხა (მათ შორის, რამდენმა აითვისა გარკვეული თანხა/ქულა), დარიცხული ქულების/თანხის საერთო ოდენობის მითითებით.
2
2020 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 20 მაისამდე (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბარათებზე დარიცხული ქულების/თანხის ათვისების მაჩვენებლები, შესყიდული პროდუქტის/მომსახურების სახეების მიხედვით (ბენეფიციართა რაოდენობა და ათვისებული თანხა/ქულა);
3
2020 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 20 მაისამდე (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბარათებზე დარიცხული ქულების/თანხის ათვისების მაჩვენებლები, მიმწოდებელი კომპანიების მიხედვით (ბენეფიციართა რაოდენობა და ათვისებული თანხა/ქულა);
4
2018 წლის შემდეგ, იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N590 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა უვადო აღიარების მოთხოვნით, მიმართვის თარიღის და დამდგარი შედეგის (დაკმაყოფილდა/არ დაკმაყოფილდა) მითითებით.
5
2020 -2021 წლებში მოქმედი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქონლის მიმწოდებელი კომპანიების მიერ დადგენილი პროდუქტების სარეალიზაციო ფასების ჩამონათვალი და არსებობის შემთხვევაში, მისი სამინისტროსთან შეთანხმების ამსახველი დოკუმენტაციის (მიმოწერა ან სხვა) ასლები;
6
2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის კერძო კომპანიების (ცალ-ცალკე) სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯები, სუბსიდირების ფარგლებში ჩაბარებული ყურძნის სახეობების და რაოდენობის მითითებით (თითოეული კომპანიის ცალ-ცალკე);
7
2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის სახელმწიფო კომპანიების (ცალ-ცალკე) სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯები (ყურძნის ჩაბარებისთვის და გადამუშავებისთვის ცალ-ცალკე მსგავსი ხარჯთაღრიცხვის არსებობის შემთხვევაში), სუბსიდირების ფარგლებში ჩაბარებული ყურძნის სახეობების და რაოდენობის მითითებით (თითოეული კომპანიის ცალ-ცალკე);
8
2020 -2021 წლებში (ცალ-ცალკე) აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (ცალ-ცალკე) თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსული და დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით;
9
2020 -2021 წლებში (ცალ-ცალკე) აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაცემული თანადაფინანსების ოდენობა, დაფინანსებული პროექტების სახეების და რეგიონების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი