განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში (თვეების მიხედვით ცალ-ცალკე), ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის გაწეული ხარჯების ჩამონათვალი კომუნალარული გადასახადების სახეების (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი, წყალარინება, დასუფთავება) და ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით;
2
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, სამინისტროსა და შესაბამის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
3
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით და თვეების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი