განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
თქვენს უწყებაში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1991 წლიდან - დღემდე) შექმნილი საარქივო მასალის შესახებ ინფორმაცია, მათი ტიპების ან/და სახეობების მითითებით და მასალის მოცულობა (რაოდენობა).
2
თქვენს უწყებაში საარქივო მასალის აღწერის, კლასიფიცირების, კატალოგიზაციის, გასაჯაროებისა და მათზე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომობასთან, ეროვნული არქივის ან/ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს ფონდებში საარქივო მასალის გადაცემასთან და ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებული მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ასლები (ბრძანებები, შინაგანაწესი და ა.შ.).
3
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1991 წლიდან - დღემდე) თქვენი უწყებიდან ეროვნულ არქივისთვის ან/ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოსთვის გადაცემული მასალის მოცულობა (რაოდენობა), ტიპები (სახეობები) და მათი კიდური თარიღები.
4
ეროვნულ არქივთან ან/ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოსთან, საარქივო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით, არსებული მიმოწერის (მათ შორის ელექტრონული) ასლები.
5
ახდენს თუ არა თქვენი უწყება საარქივო მასალის ელექტრონულ კატალოგიზაციას და რა ტიპის ინფორმაციები შედის ელექტრონულ კატალოგში? (მაგ: კიდური თარიღები, გვერდების რაოდენობა, საქმის სათაური, გეოგრაფიული და პირთა საძიებელი, მოკლე შინაარსი და ა.შ.)
6
დაიშვებიან თუ არა თქვენს უწყებაში არსებულ მასალაზე სამუშაოდ მკვლევრები? არსებობს თუ არა აღნიშნულისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა - სამკითხველო დარბაზი, სადაც მკვლევარს შეიძლება მიეწოდოს დოკუმენტი ფიზიკური ფორმით ან მისი ციფრული ასლი? არსებობს თუ არა თქვენი უწყების საარქივო მასალების საძიებო სისტემა, რომლითაც მკითხველს შეუძლია ინფორმაციაზე წვდომა?
7
თქვენი უწყების მიერ შემუშავებული, ელექტრონულად შექმნილი და გამოქვეყნებული დოკუმენტების და სხვა მასალის (ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, აქტივობები სოციალურ ქსელებში და ა.შ.) არქივირების პოლიტიკის დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი