განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით მოქმედი საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების დროებითი სამუშაო ჯგუფების ჩამონათვალი და მათი წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა.
2
დღეის მდგომარეობით მოქმედი საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ფუნქციების აღწერა;
3
ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად საკრებულოს აპარატში გამოცხადდა ბოლო სამი კონკურსი, კონკურსის ჩატარების თარიღის მითითებით;
4
2019-2020 წლებში საკრებულოს მიერ წარმოებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, რომელზეც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება;
5
2020-2021 წლებში გამართული საკრებულოს, კომისიის და ბიუროს სხდომების ჩამონათვალი, სხდომის გამართვის თარიღის მითითებით;
6
2019-2020 წლებში საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიციების ჩამონათვალი;
7
2019-2020 წლებში საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიციების ჩამონათვალი;
8
გენდერული თანასწორობის საბჭოს 2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე ჩატარებული სხდომის ოქმები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი