განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი ათვისების მაჩვენებელი;
2
სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა და დღეის მდგომარეობით მისი ათვისების მაჩვენებელი;
3
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან სამინიტროს მიერ წარმოებული პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (მწარმოებელთან მიმართვის თარიღი, მიმართვის ფორმა (წერილი, სატელეფონო საუბარი და ა.შ.) და დღეის მდგომარეობით დამდგარი შედეგი);
4
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლების მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი შეთავაზებების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (სამინისტროსთვის მიმართვის თარიღი, მიმართვის ფორმა (წერილი, სატელეფონო საუბარი და ა.შ.) და დღეის მდგომარეობით დამდგარი შედეგი);
5
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლების გარდა, სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (მიმართვის/მომართვის თარიღი, მიმართვის/მომართვის ფორმა (წერილი, სატელეფონო საუბარი და ა.შ.) და დღეის მდგომარეობით დამდგარი შედეგი);
6
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერების ასლები, რითაც დასტურდება სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობების კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობა;
7
2021 წელს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის გეგმა (ვაქცინის მიღების მიახლოებითი თარიღები, ვაქცინის მწარმოებლების და შესაბამისი დოზები).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი