განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2011 წლის 6 ნოემბრის შემდეგ (ცალ-ცალკე წლების მიხედვით), ნოტარიუსთა დეონტოლოგიის (ეთიკის) კოდექსის 7.2 და 7.3 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების დარღვევისთვის, ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევების რაოდენობა;
2
,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ" დებულების თანახმად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევაზე დისციპლინური სანქციების დაწესების შემდეგ, ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევების რაოდენობა;
3
ხორციელდება თუ არა მოქმედი ნოტარიუსების ფეისბუქ-გვერდების იდენტიფიცირება და მონიტორინგი? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია იდენტიფიცირებულია თუ არა ყველა მოქმედი ნოტარიუსის ფეისბუქ-გვერდი, რა ინტენსივობით ხორციელდება ფეისბუქ-გვერდების მონიტორინგი და მიგვითითოთ შესაბამის საკანონმდებლო აქტებზე რის საფუძველზეც ხორციელდება ზემოაღნიშნული.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი