განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
7
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
8
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით;
9
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული სარეკლამო ხარჯების ოდენობა, მათ შორის სატელევიზიო, ინტერნეტ, სოციალური ქსელის, საბეჭდი მასალების, ბროშურების, ბუკლეტების და სხვა სარეკლამო ხარჯები (ცალ-ცალკე სარეკლამო ხარჯების სახეობების მიხედვით);
10
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
11
2020 წელს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
12
2020 წელს მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
13
2020 წელს გადაუდებელი აუცილებლობით ან ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარებისთვის განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების ფარგლებში, თქვენი უწყების ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ბაზრის კვლევის მიზნით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები;
14
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელი განაცხადების სტატისტიკური მონაცემები, აღწერილ დარღვევათა ტიპების, მხილების ადრესატთა რანგის და სქესის, მამხილებლის სქესის, ასევე მამხილებელი განაცხადის მიღების საშუალების (www.mkhileba.gov.ge, საჯარო დაწესებულების ელ-ფოსტა, წერილი მატერიალური სახით და სხვა) მითითებით;
15
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელ განაცხადებზე თქვენი უწყების რეაგირების მაჩვენებელი, განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც დატოვებულია რეაგირების გარეშე;
16
მხილების განაცხადების აღრიცხვა/დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უწყების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტის ასლი;
17
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების N1 დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის ასლი. აგრეთვე სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული ყველა სხვა აქტის/დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულ იქნა covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესის მართვასთან დაკავშირებით;
18
2020 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის პირველ სექტემბრამდე (საანგარიშო) პერიოდში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანილ დასაქმებულთა რაოდენობა. თუ ეს მონაცემები საანგარიშო პერიოდში განიცდიდა ცვლილებებს, გთხოვთ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდოთ შესაბამისი პერიოდ(ებ)ის მითითებით;
19
თანამშრომელთა მიერ, სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევების რაოდენობა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;
20
კორონავირუსის პანდემიის პირობებში თქვენი უწყების 2020 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალი (როგორც შემოსავლების ასევე ხარჯვითი ნაწილის თითოეული კომპონენტის მიხედვით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - [email protected], ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი