განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებულ საქმეებზე ოჯახური ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობის ტიპის და დამდგარი შედეგის (სასჯელის სახე და ზომა) მიხედვით 2018-2019 წლებში დასრულებულ საქმეებზე ჩაშლილად თუ ზემოაღნიშნული კატეგორიებით მონაცემების აღრიცხვა არ ხდება, მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ კატეგორიების მიხედვით, რომლითაც აწარმოებთ სტატისტიკას.
2
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებულ ოჯახში ძალადობის საქმეებზე რამდენი მათგანი განხორციელდა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
3
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ შემაკავებელი ორდერის თაობაზე შემოსულ საჩივართა რაოდენობა, მათ შორის, შემაკავებელ ორდერის ძალაში დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან რამდენი გაუქმდა, ასევე პირველი ინსტანციის მიერ შემაკავებელ ორდერის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათაგან რამდენი გაუქმდა, 2018-2019 წლებში დასრულებულ საქმეებზე ჩაშლილად. არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მონაცემები მსხვერპლისა და მოძალადის სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის,
4
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის მიერ დამცავი ორდერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების რაოდენობა, მათ შორის, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს უარი ეთქვა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებებიდან რამდენი გაუქმდა 2018-2019 წლებში ჩაშლილად. არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მონაცემები მსხვერპლისა და მოძალადის სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობის ტიპი
5
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად გამოცემულ დამცავ ორდერთა რაოდენობა, რომელიც ითვალისწინებდა მოძალადის არასრულწლოვანისგან განცალკევების საკითხს, 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
6
მონაცემები სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით: რამდენი საქმე გადაეცა მედიაციას, რამდენი დასრულდა მორიგებით და რამდენმა მიმართა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით) 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
7
2018-2019 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულებულ საქმეთა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს საქმისწარმოების ხანგრძლივობას დროის/პერიოდების მიხედვით. (მაგალითად, საქმეთა რაოდენობა, რომელთა განხილვას დასჭირდა 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ერთი წელი, სამი წელი ან სამ წელზე მეტი დრო სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან მიმართებით ცალ-ცალკე. ასევე, საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის დროიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე).
8
ადმინისტრაციული წესით განსახილველი შრომითი დავების ფარგლებში საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სტატისტიკური მონაცემები 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
9
იმ არასრულწლოვან პირთა რაოდენობა, რომელთაც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემდგომ დაეკისრათ პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
10
სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ, რომელიც იწარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-მუხლის შესაბამისად, კერძოდ, 2018-2019 წლებში სააპელაციო სასამართლოში შემოსულ და დასრულებულ საქმეთა რაოდენობა საქმეებზე დამდგარი შედეგის მითითებით. გთხოვთ, მიუთითოთ ასევე დისკრიმინაციის ნიშანი.
11
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების შესახებ სტატისტიკა მოპასუხე მხარის მიხედვით (მაგალითად, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფიზიკური პირი და აშ) 2018-2019 წლებში ჩაშლილად. (შემოსულ საქმეთა რაოდენობა დამდგარი შედეგის მითითებით(დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა).
12
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საჩივართა რაოდენობა საგამოძიებო მოქმედებების მიხედვით ჩაშლილად 2018-2019 წლებში შემოსულ საჩივრებზე საქმის შედეგის მითითებით, წლების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი