განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2015 წლის 18 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილის კონსტანტინე მანჯავიძისა და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია უგრეხელიძის დაკავების თაობაზე. დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა აგრეთვე დანაშაულში მონაწილე 6 პიროვნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მ
1
რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა);
2
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება;
3
რა შედეგით დასრულდა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე);
4
რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების, პუნქტებისა და ქვეპუნქტების მითითებით, რომელთაა საფუძველზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი);
5
რამდენ პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ზომის მითითებით);
6
რამდენ პირს მიესაჯა არასაპატიმრო სასჯელი (სასჯელის სახის მითითებით);
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი