განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი 2017-2021 წლების ფინანსური ანგარიშები;
2
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დამტკიცებული 2017-2021 წლების ბიუჯეტები და მათი შესრულების ანგარიშები;
3
2017-2021 წლებში ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირში ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა) დასკვნების ასლები;
4
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის „ა(ა)იპ რაგბის კავშირის მიერ საბიუჯეტო ხარჯვის 2014-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა და დღეის მდგომარეობით მათი შესრულების სტატუსი;
5
2020 წლის 24 თებერვლის, 2020 წლის 30 დეკემბრის და 2021 წლის 10 მარტის რაგბის კავშირის ყრილობების ოქმების ასლები და აღნიშნული ყრილობების შესახებ რაგბის კავშირში შემოსული საჩივრების ასლები;
6
დღეის მდგომარეობით საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრების ჩამონათვალი, თითოეულის არჩევის თარიღის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი