განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
მასწავლებელი რაოდენობა, რომლებიც გადიან მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით. ასევე იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს აღნიშნული გამოცდა.
2
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების რაოდენობა, მონაწილეები და თემატიკა
3
იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები
4
მასწავლებლების გამოცხადებული და შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა
5
შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების რაოდენობა სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით
6
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსწავლეების სტატისტიკა სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით
7
მოსწავლეების წონის სტატისტიკა სქესისა და ასაკის მიხედვით
8
უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა სოციალური სტატუსის მიხედვით (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ან სოციალურ დახმარების მიმღები რამდენი მოსწავლე აბარებს უმაღლეს სასწავლებელში)
9
მასწავლებელთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი