განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ცოცხლად დაბადებულთა ბავშვთა სტატისტიკა სქესის და წონის მიხედვით
2
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსწავლეების სტატისტიკა სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით
3
მოსწავლეების წონის სტატისტიკა სქესისა და ასაკის მიხედვით
4
უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა სოციალური სტატუსის მიხედვით (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ან სოციალურ დახმარების მიმღები რამდენი მოსწავლე აბარებს უმაღლეს სასწავლებელში)
5
მასწავლებელთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით
6
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა სქესისა და რეგიონების, ქალაქების მიხედვით
7
მასწავლებელი რაოდენობა, რომლებიც გადიან მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით. ასევე იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს აღნიშნული გამოცდა
8
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების რაოდენობა, მონაწილეები და თემატიკა
9
იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები
10
მასწავლებლების გამოცხადებული და შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა
11
შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების რაოდენობა სქესის, ასაკის და მუნიციპალიტეტის მიხედვით
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი