განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში (ჩაშლილი წლების მიხედვით);
2
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხებიდან ფილმების ქართულ ენაზე ფილმების გახმოვანებისთვის განსაზღვრული ოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში (ჩაშლილი წლების მიხედვით);
3
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიღებული საკონკურსო დებულებები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
4
ქართულ ენაზე ფილმების გახმოვანების მხარდასაჭერი სახელმწიფო პროგრამები და მათი განხორციელების გეგმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს ბრძანების №3/256 მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს7“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მიერ უცხოენოვანი ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანების შესახებ მიღებული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6
იმ კინოორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც ახორციელებენ უცხოენოვანი ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანებას;
7
წინამდებარე განცხადების მე-6 პუნქტში დასახელებული კინოორგანიზაციებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოენოვანი ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობა (ჩაშლილი წლებისა და ორგანიზაციების მიხედვით);
8
ყველა სამართლებრივი აქტი ან/და ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უცხოენოვანი ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების წესებსა და წინაპირობებს განსაზღვრავს; აგრეთვე ყველა სამართლებრივი აქტი ან/და ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უცხოენოვანი ფილმების სახელმწიფო ენაზე გახმოვანების წესებს განსაზღვრავს.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი