1
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა ;
3
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
7
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
8
2020 წელს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ჩამონათვალი;
9
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
10
2020 წელს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
11
2020 წელს მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
12
2020 წელს გადაუდებელი აუცილებლობით ან ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარებისთვის განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების ფარგლებში, თქვენი უწყების ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ბაზრის კვლევის მიზნით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები;
13
დღეის მდგომარეობით მოქმედი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების ჩამონათვალი, თითოეულში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის მითითებით;
14
დღეის მდგომარეობით მოქმედი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების საშტატო ნუსხები, თანამდებობრივი სარგოების მითითებით;
15
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების (ცალ-ცალკე) 2020 წლის შრომის ანაზღაურების ფონდის ოდენობა;
16
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელი განაცხადების სტატისტიკური მონაცემები, აღწერილ დარღვევათა ტიპების, მხილების ადრესატთა რანგის და სქესის, მამხილებლის სქესის, ასევე მამხილებელი განაცხადის მიღების საშუალების (www.mkhileba.gov.ge, საჯარო დაწესებულების ელ-ფოსტა, წერილი მატერიალური სახით და სხვა) მითითებით;
17
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელ განაცხადებზე თქვენი უწყების რეაგირების მაჩვენებელი, განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც დატოვებულია რეაგირების გარეშე;
18
მხილების განაცხადების აღრიცხვა/დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უწყების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტის ასლი;
19
კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი. ღონისძიების დასახელების/მიზნის და გაწეული ხარჯის მითითებით;
20
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების N1 დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის ასლი. აგრეთვე სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული ყველა სხვა აქტის/დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულ იქნა covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესის მართვასთან დაკავშირებით;
21
2020 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის პირველ სექტემბრამდე (საანგარიშო) პერიოდში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანილ დასაქმებულთა რაოდენობა. თუ ეს მონაცემები საანგარიშო პერიოდში განიცდიდა ცვლილებებს, გთხოვთ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდოთ შესაბამისი პერიოდ(ებ)ის მითითებით;
22
მერიის თანამშრომელთა მიერ, სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევების რაოდენობა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;
23
2019-2020 წლებში საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად მერისთვის გადმოგზავნილი პეტიციების ჩამონათვალი, მისი განხილვის შედეგების მითითებით (არსებობის შემთხვევაში, მერის ანგარიშები აღნიშნული პეტიციების შესახებ);
24
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში არსებული მემორიალების, ძეგლების და მონუმენტების ჩამონათვალი მისი ადგილმდებარეობის (ქალაქი, სოფელი, დაბა) და განთავსების თარიღის (წელი) მითითებით.