განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ უცხოელზე (ქვეყნების მიხედვით) გაიცა დროებითი და მუდმივი ცხოვრების უფლებით (ცალ-ცალკე) ბინადრობის ნებართვა (ბინადრობის ნებართვის სახეების მიხედვით);
2
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ უცხოელს (ქვეყნების მიხედვით) ეთქვა უარი დროებითი და მუდმივი ცხოვრების უფლებით (ცალ-ცალკე) ბინადრობის ნებართვის მიცემაზე (უარის თქმის მიზეზების მიხედვით);
3
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ უცხოელს (ქვეყნების მიხედვით) მიენიჭა და რამდენ უცხოელს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე. (ნატურალიზაციის სახეების მიხედვით ცალ-ცალკე - ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება); მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ რამდენ პირს მიენიჭა განმეორებითი (მეორედ და შემდეგი) მოთხოვნის შემდეგ და რამდენ პირს ეთქვა უარი განმეორებითი მიმართვის მიუხედავად.
4
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ პირს მიენიჭა და რამდენს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებაზე;მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ რამდენ პირს მიენიჭა განმეორებითი (მეორედ და შემდეგი) მოთხოვნის შემდეგ და რამდენ პირს ეთქვა უარი განმეორებითი მიმართვის მიუხედავად.
5
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენ საქართველოს მოქალაქეს ეთქვა თანხმობა და რამდენს უარი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;
6
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) რამდენ საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, მისი შეწყვეტის საფუძვლების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი