განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ „კონტრდაზვერვით საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების სტატისტიკა 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ამავე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი კატეგორიების მითითებით:
1
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
2
ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
3
გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;
4
სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
5
სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
6
ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება;
7
უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოში რამდენი განჩინება წარადგინეს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ;
8
რამდენი პროკურორის მოტივირებული დადგენილება შევიდა სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოში გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი