განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის N2120 განკარგულება „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” და მისი ყველა დანართი;
2
ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებითაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის N2120 განკარგულებაში „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ”;
3
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა 2022-2024 წლებისთვის.
4
თუ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა 2022-2024 წლებისთვის არ ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, იგეგმება თუ არა ამ რეგიონში გაზიფიცირების ღონისძიებები? (ამ ღონისძიებების მასშტაბისა და განსახორციელებელი სამუშაოების აღწერილობის მითითებით)
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი