განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019-2022 (ოქტომრის ჩათვლით) წლებში მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც მერიის ან შემსრულებელი კომპანიის მიერ მოხდა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა (ინფრასტრუქტურული პროექტის დასახელება და ღირებულება, პროექტის შემსრულებელი კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, მომსახურების მომწოდებელი საზედამხედველო კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მომსახურების ღირებულება);
2
2019-2022 (ოქტომრის ჩათვლით) წლებში მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ მოხდა საზედამხედველო მომსახურების განხორციელება (ინფრასტრუქტურული პროექტის დასახელება და ღირებულება, პროექტის შემსრულებელი კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი);
3
2019-2022 (ოქტომრის ჩათვლით) წლებში მერიის მიერ განხორციელებული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც არ მომხდარა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა (ინფრასტრუქტურული პროექტის სახელწოდების და ღირებულების მითითებით);
4
2019-2022 (ოქტომბრის ჩათვლით) წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიების და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის (ცალ-ცალკე) მიერ მერიის შესაბამის სამსახურთან წარმოდგენილი ანგარიშების თარიღები და პროექტების მიხედვით მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი