განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამებით და ქვეპროგრამებით რა თანხები დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს რა თანხების დახარჯვაა დაგეგმილი: - ორსულობის 28 კვირიდან დაბადების მე-7 დღემდე პერინატალურ მეთვალყურეობაზე: გთხოვთ სამინისტროს ყველა საბიუჯეტო პროგრამიდან და ქვეპროგრამიდან მიახლოებით გამოგვიცალკევოთ ამ მეთვალყურეობაზე გაწეული ხარჯები ამ საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების და მათ ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით
2
- 1-3 წლამდე ბავშვების განვითარებაზე: გთხოვთ სამინისტროს ყველა საბიუჯეტო პროგრამიდან და ქვეპროგრამიდან მიახლოებით გამოგვიცალკევოთ ამ ასაკის ბავშვების განვითარებაზე გაწეული ხარჯები ამ საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების და მათ ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით, თუ ასეთი ხარჯები გაწეულ იქნა. 1-3 წლამდე ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის სკოლამდელ აღზრდაზე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხარჯებს მალე მივიღებთ.
3
- 4-5 წლამდე ბავშვების განვითარებაზე: გთხოვთ სამინისტროს ყველა საბიუჯეტო პროგრამიდან და ქვეპროგრამიდან მიახლოებით გამოგვიცალკევოთ ამ ასაკის ბავშვების განვითარებაზე გაწეული ხარჯები ამ საბიუჯეტო პროგრამების და ქვეპროგრამების და მათ ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით, თუ ასეთი ხარჯები გაწეულ იქნა. 4-5 წლამდე ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის სკოლამდელ აღზრდაზე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხარჯებს მალე მივიღებთ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი