განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018 წლის 30 იანვარს „ვარკეთილის“ მეტროსადგურში ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. წინამდებარე საქმეზე: 1.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება; 1.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
2
2018 წლის 28 თებერვალს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან შუშა ჩამოვდარდა და ბავშვს დაეცა. დაშავებული 14 წლის ასლან მამედოვი კლინიკაში გარდაიცვალა, 5 ბავშვი კი დაშავდა. წინამდებარე საქმეზე: 2.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება;   2.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
3
2018 წლის 12 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე ჩამოინგრა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედლის ფასადი. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი. წინამდებარე საქმეზე: 3.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება; 3.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
4
2018 წლის 19 აგვისტოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში ფეხით სავალი გზა ჩაინგრა და ორმოში მოზარდი ჩავარდა. წინამდებარე საქმეზე: 4.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება; 4.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
5
2018 წლის 21 იანვარს თაბორის მთაზე „პანორამა თბილისის“ სამშენებლო სამუშაოების დროს, ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, მუშა დაიღუპა. წინამდებარე საქმეზე: 5.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება; 5.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
6
2019 წლის 16 აპრილს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა გადმოვარდა და დაშავდა. წინამდებარე საქმეზე: 6.1 სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) გამოძიება; 6.2 რა შედეგით დასრულა გამოძიება (მაგ. შეწყდა, მიმდინარეობს, დასრულდა სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე, დასრულდა და საქმე გადავიდა სასამართლო განხილვის ეტაპზე)
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი