განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის (შემდგომ - კომისია) მიერ შექმნიდან წინამდებარე განცხადებაზე პასუხის მომზადების დღემდე ჩატარებული ყველა სხდომის ოქმი;
2
კომისიის მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის (შემდგომ - წესი) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კლასის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (შემდგომში − დაწესებულება) მითითებით (ჩაშლილი წლების მიხედვით);
3
დაწესებულებების მიერ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიისადმი კლასის ცვლილების შესახებ მიმართვების რაოდენობა (ჩაშლილი წლებისა და მიმმართავი დაწესებულებების მიხედვით);
4
კომისიის მიერ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წესიდან გამონაკლისების შესახებ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
5
დაწესებულებების მიერ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წესიდან გამონაკლისების შესახებ კომისიისადმი ყველა დასაბუთებული მიმართვა;
6
კომისიის მიერ მიღებული რამდენი გადაწყვეტილება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ (შესაბამისი დაწესებულებების მითითებით). შენიშვნა: თუ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ამუშავებს წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ ფორმით, რაც ხელმისაწვდომია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი