განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2022 წლის იანვრიდან დღემდე, სახელმწიფო ქონების საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის შემთხვევები სახელმწიფო ქონების შემძენის (ფიზიკური/იურიდიული პირის) მითითებით, გაფორმებული ხელშეკრულებები, ქონების საინვესტიციო/საპრივატიზებო პირობები;
2
2021 წლის იანვრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევები, დამრღვევი სუბიექტისა (ფიზიკური/იურიდიული პირის) და დარღვევაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მითითებით;
3
2021 წლის იანვრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობების შესრულების გადავადების შემთხვევები, სუბიექტის (ფიზიკური/იურიდიული პირის) მითითებით;
4
2021 წლის იანვრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან/პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლების შემთხვევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სუბიექტის (ფიზიკური/იურიდიული პირის) მითითებით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი