განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2017 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური რეკლამის დაკვეთის მიზნით მაუწყებლებისთვის მიმართვის შემთხვევების საერთო რაოდენობა (მაუწყებლების მითითებით);
2
2017 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე სამინისტროს მიერ დაკვეთილი სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარის თქმის შემთხვევების საერთო რაოდენობა (უარის განმცხადებელი მაუწყებლების მითითებით);
3
წინამდებარე განცხადების მე-2 პუნქტით განსაზღვრული უარის წერილების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4
იმ სოციალური რეკლამების შინაარსი, რომელთა ეთერში განთავსებაზე 2017 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე სამინისტრომ მიიღო უარი მაუწყებლებისგან;
5
იმ სოციალური რეკლამების შინაარსი, რომლებიც სამინისტროს დაკვეთით ეთერში განთავსდა 2017 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე.   შენიშვნა: წინამდებარე განცხადების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ ვიდეო-რგოლის, რეკლამის ამსახველი აუდიო-ვიზუალური მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოწოდების გზით
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი