განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა;
2
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საქართველოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა (საჯარო სამსახურის და საჯარო მოსამსახურეების სახეების მიხევით;
3
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) თანამდებობის პირთა რაოდენობა რომლებიც ექვემდებარება(ოდა) ქონებრივი დეკლარირების ვალდებულებას (მათგან რამდენია/რამდენი იყო მოქმედი და რამდენს აღარ უკავია/ეკავა თანამდებობა დეკლარირების დროს);
4
2018-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციების რაოდენობა. მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ: a. რამდენი იყო სისტემის მიერ შერჩეული, კომისიის მიერ შერჩეული, წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოწმებული)? b. რამდენი შეფასდა დადებითად, რამდენ შემთხვევაში დაწესდა ჯარიმა, რამდენ შემთხვევაში გაიცა გაფრთხილება? c. რამდენი გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოს? d. რა სახის დარღვევები გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში და რა რეაგირება მოჰყვა? e. რა სახის დ
5
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტის, მხილების ინსტიტუტის და კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით (ცალ-ცალკე თემატიკის მიხედვით) გადამზადებული საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა;
6
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) hr.gov.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიების (კონკურსის სახეების მიხედვით);
7
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) კონკურსანტთა მიერ კონკურსის შედეგების გასაჩივრების და საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევების რაოდენობა (კონკურსის სახეების და კონკურსის ეტაპების მიხედვით);
8
2018 – 2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რომლებიც შეფასდნენ პროფესიულად (შეფასების შედეგის მითითებით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი