განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021 წელს ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილ მომართვებზე (იხ. სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის 291-ე გვერდი: “…ვინაიდან დადგინდა, რომ არც ერთი მათგანის მიმართ არ იყო განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის თაობაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ინფორმირების ვალდებულება იქნებოდა წარმოშობილი, სამსახურში წარმოდგენილი მომართვები, შემდგომი რეაგირების
2
2018 წელს, სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერასთან დაკავშირებულ ერთ საქმეზე დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო (ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018, გვ. 71 „სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერასთან დაკავშირებული ერთი საქმე, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა...“) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მომართვის საფუძველზე პროკურატურის რეაგირების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმ
3
2018 წლიდან დღემდე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი დანაშაულის ნიშნების საფუძვლით პროკურატურაში რამდენი მომართვა შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან (შესაბამისად, 2018-2019 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან, 2019 წლიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი