განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა მომართვის საფუძველზე 2020 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით და შესაბამისი მომართვის წერილის ასლი;
2
ცხოველური წარმოშობის პროდუქციის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის მხარესთან არსებული მიმოწერის ასლები;
3
2013 წლიდან დღემდე, სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, როდესაც სამინისტროს მომართეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით (მომართვის წერილების ასლები და მის ფარგლებში რუსეთის მხარესთან არსებული მიმოწერის ასლები).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი