განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
განხორციელდა თუ არა საქართველოში არაკომერციული ორგანიზაციების ქვეჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებიც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მიერ განსაზღვრული არაკომერციული ორგანიზაციების დეფინიციის ქვეშ ხვდება; ასევე, გამოვლინდა თუ არა საქართველოში არსებული არაკომერციული ორგანიზაციების მახასიათებლები და საქმიანობის ტიპები, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსების მეტ რისკებზე მიუთითებენ;
2
განხორციელდა თუ არა არაკომერციული ორგანიზაციების შიდა სექტორული მიმოხილვა ტერორიზმის რისკების შეფასების მიზნით; დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმოხილვის შედეგები;
3
გატარებული საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ არაკომერციულ ორგანიზაციებში და მათ დონორებში ცნობიერების ამაღლებას ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
4
გატარებული ზომების თაობაზე არაკომერციული ორგანიზაციების ეფექტური ზედამხედველობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად;
5
გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მქონე სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტურ გაზიარებს უწყობს ხელს;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი