განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ - „კომისიის“) 2022 წლის 26 სექტემბრის წერილით N გ-22-04/2256 (დანართი N1) მოგვეწოდა 2017 წლიდან კომისიის მიერ ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისათვის გაგზავნილი წერილები „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის #3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით განსაზღვრული დაუშვებელი
1
კომისიის მიერ ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნილი 2022 წლის 14 აპრილის წერილის N გ-22-04/952 (დანართი N2) დანართი, სადაც მოცემულია ვებ-გვერდების ჩამონათვალი.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი