განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
გამომდინარე იქედან, რომ 2022 წლის 1-ლი მარტიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციას, გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მოგვაწოდოთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სტატისტიკა 2021 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით (ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა 2021 წლის იანვრიდან 2
1
სამსახურში შესული პროკურორის შუამდგომლობათა რაოდენობა გადაუდებელი აუცილებლობით სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ, წლების მიხედვით, ჩაშლილად;
2
სულ რამდენ შემთხვევაში იქნა გამოყენებული მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმი, წლების მიხედვით, სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, ჩაშლილად;
3
რამდენი აბონენტის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, წლების მიხედვით, ჩაშლილად;
4
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე კონტროლის ფარგლებში, მათ შორის, იმ პირთა ინფორმირების საკითხის შესასწავლად, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ დამრღვევ პირზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების რაოდენობა, ხოლო საქმიანობის პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას, უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოს მიმართ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა;
5
რამდენმა პირმა მიმართა სამსახურს ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ინფორმირების სავარაუდო დარღვევის გამოვლენის მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ, მოგვაწოდოთ სზაკ-ით დადგენილ ვადებში. თუ სტატისტიკა არ იწარმოება მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები იმ ფორმით, რა ფორმითაც აწარმოებთ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი