განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021 და 2022 წლების (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) ფინანსურ ორგანიზაციებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში (ცალ-ცალკე სახეების მიხედვით) რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები (მათ შორის, ყიდვა და გაყიდვა ცალ-ცალკე).
2
2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებში გამოვლენილი ისეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, როდესაც ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან შეუსაბამობას ან/და სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტის, გამოვლენილი შეუსაბამობის/სანქცირებული ოპერაციის და მიღებული ზომების მითითებით;
3
2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ, საერთაშორისო ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან არსებული მიმოწერის ასლები;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი