განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშების რაოდენობა (კერძო და იურიდიული პირებისთვის ცალ-ცალკე);
2
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის მოქალაქეებზე (კერძო და იურიდიული პირებისთვის ცალ-ცალკე) გაცემული სესხების (ფინანსური ორგანიზაციების და სესხების სახეების მიხედვით) ოდენობა (სესხის საერთო თანხა, უნიკალური პირების და სესხების რაოდენობა);
3
2021-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის მოქალაქეების (კერძო და იურიდიული პირები ცალ-ცალკე) მიერ ფინანსურ ორგანიზაციებში (ფინანსური ორგანიზაციების სახეების მიხედვით) განთავსებული დეპოზიტების (დეპოზიტების სახეების და ვალუტების მიხედვით) მოცულობა;
4
2021 და 2022 წლების (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) ფინანსურ ორგანიზაციებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში (ცალ-ცალკე სახეების მიხედვით) რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები (მათ შორის, ყიდვა და გაყიდვა ცალ-ცალკე).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი