განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ, იმ შემთხვევების ჩამონათვალი როდესაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ გემებს (გემი, გემის მფლობელი ან ტვირთი იყო სანქციების სიაში) არ მიეცა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება (შემოსვლაზე უარის თქმის თარიღის, ტვირთის გადაადგილების მიმართულების, ტვირთის დასახელების და მოცულობის, და ტვირთის/გემის მფლობელის მითითებით);
2
2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ, იმ შემთხვევების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში) როდესაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ გემებს (გემი, გემის მფლობელი ან ტვირთი იყო სანქციების სიაში) მიეცა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება და საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში ან მოგვიანებით გამოვლინდა მისი შეუსაბამობები საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. (გემის შემოსვლის თარიღის, ტვირთის გადაადგილების მიმართულების, ტვირთის დასახელების და მოცულობის,
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი