განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ-სამინისტროს) სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურე (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) გათავისუფლდა თანამდებობიდან (2017 წლიდან ამ განცხადების განხილვის მომენტამდე) დასაქმებულთა თანამდებობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის მითითებით (ჩაშლილი წლებისა და თვეების მიხედვით);
2
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურე (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) გათავისუფლდა თანამდებობიდან (2017 წლიდან ამ განცხადების განხილვის მომენტამდე). დასაქმებულთა თანამდებობის, შესაბამისი იურიდიული პირის სახელწოდებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის მითითებით (
3
სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურე (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) გათავისუფლდა თანამდებობიდან (2017 წლიდან ამ განცხადების განხილვის მომენტამდე). დასაქმებულთა თანამდებობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის მითითებით (ჩაშლილი წლებისა და თვეების მიხედვით);
4
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურის (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება 2020 წლის შემდგომ. (ჩაშლილი წლების და თვეების მიხედვით).
5
კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით №229 დამტკიცებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების რაოდენობა და მათზე რეაგირების შემთხვევების რაოდენობა 2020 წლიდან (ჩაშლილი თვეების მიხედვით); შენიშვნა: წინამდებარე განცხადებით არ ვითხოვთ ამ განცხად
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი