განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლის საფუძველზე 2008 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება (ჩაშლილი წლების მიხედვით);
2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლის საფუძველზე 2008 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე აღძრულ რამდენი საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გარეშე. (ჩაშლილი წლების მიხედვით);
3
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლის საფუძველზე 2015 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე გამოძიების დაწყების მოთხოვნით რამდენი შეტყობინება მიეწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (ჩაშლილი წლების მიხედვით). შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სტატისტიკას არ აწარმოებს წინამდებარე განცხადებაში მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ სახით, რაც ხელმისაწვდომია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი