განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2009 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლის საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და დევნის სტატუსის [მაგ. მიმდინარეობს დევნა, დევნა შეწყდა, საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება] მიხედვით);
2
2009 წლიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3222 მუხლის საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და დევნის სტატუსის [მაგ. მიმდინარეობს დევნა, დევნა შეწყდა, საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება] მიხედვით); შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პროკურატურა სტატისტიკას არ აწარმოებს წინამდებარე განცხადებაში მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი