განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ გატარებული სამუშაოს ანგარიშები (2013-2020 წლებში)
2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს CERT.GOV.GE-ის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია (2013-2020 წლებში);
3
საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ გაგზავნილი წერილების ასლები საქართველოს „ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის“ აღსრულებასთან დაკავშირებით (შესაბამისი საპასუხო წერილებთან ერთად);
4
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბიუჯეტი ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით (ხელფასი, ტრეინინგები, მივლინებები, საწვავი, წარმომადგენლობითი ხარჯები, სხვა);
5
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბიუჯეტი CERT.GOV.GE-ის მიმართულებით (ხელფასი, ტრეინინგები, მივლინებები, საწვავი, წარმომადგენლობითი ხარჯები, სხვა).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი