განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიღებული მოქმედი სამართლებრივი აქტების ასლები;
2
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ არსებული სამართლებრივი აქტის ასლი; (მსგავსი აქტის არ არსებობის შემთხევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ თანამშრომლის პოზიციის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც შეთავსებული აქვს ხსენებული უფლება მოვალეობები)
3
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ არსებული სამართლებრივი აქტის ასლი; (მსგავსი აქტის არ არსებობის შემთხევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ თანამშრომლის პოზიციის შესახებ ინფორმაცია რომელსაც შეთავსებული აქვს ხსენებული უფლება მოვალეობები)
4
მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი და მათი აღწერილობა;
5
მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულია ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში;
6
2015-2020 წლებში ერთიან სახელმწიფო რეესტრში ან data.gov.ge-ზე მონაცემთა ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან შემდგარი კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია (წერილობითი კომუნიკაციის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის ასლები);
7
2018-2020 წლებში ღია მონაცემთა ბაზების წარმოებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგების/სასწავლო კურსების ჩამონათვალი, მისი ჩატარების თარიღების და ორგანიზატორების მითითებით;
8
2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის უნიკალურ მნახველთა სტატისტიკური მონაცემები; ინფორმაციის არსებობის შემთხევაში გთხოვთ გამოყოთ მომხმარებლებისათვის ყველაზე მაღალი ინტერესის მქონე საკითხები ვებგვერდზე;
9
2019-2020 წლებში მერიაში და საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილების რეესტრი; (წერილის შემოსვლის თარიღი; მოთხოვნილი ინფორმაციის მოკლე შინაარსი, წერილის წარმომდგენის ვინაობა);
10
მუნიციპალიტეტში დაცული დოკუმენტაციის დაარქივების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ასლები;
11
მუნიციპალიტეტში გამგებლობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფების (აპლიკაციები) ჩამონათვალი რომლიც ეფუძნება ღია მონაცემებს.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი