განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2010-2019 წლებში (ცალკე-ცალკე) ინფექციური დაავადებებით (მწვავე ნაწლავური ინფექციები, სალმონელური ინფექციები, მუცლის ტიფი და პარატიფები A, B, C, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, წითელა, წითურა, ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი და მწვავე რესპირატორული ინფექციები) ავადობის სტატისტიკა საქართველოს რეგიონების, დაავადებულთა მოქალაქეობის, ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით;
2
2010-2019 წლებში (ცალკე-ცალკე) ინფექციური დაავადებების (მწვავე ნაწლავური ინფექციები, სალმონელური ინფექციები, მუცლის ტიფი და პარატიფები A, B, C, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, წითელა, წითურა, ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი და მწვავე რესპირატორული ინფექციები) შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა საქართველოს რეგიონების, დაავადებულთა მოქალაქეობის, ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით;
3
2010-2019 წლებში (ცალკე-ცალკე) გრიპის ვირუსით (A და B ტიპის, ცალ-ცალკე) ავადობის სტატისტიკა დაავადებულთა მოქალაქეობის, ასაკობრივი ჯგუფების, სქესისა და რეგიონების მიხედვით;
4
2010-2019 წლებში (ცალკე-ცალკე) გრიპის ვირუსით (A და B ტიპის, ცალ-ცალკე) გარდაცვლილთა სტატისტიკა დაავადებულთა მოქალაქეობის, ასაკობრივი ჯგუფების, სქესისა და რეგიონების მიხედვით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი