განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) უძრავი ქონების მიმღები რუსეთის მოქალაქეების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე თავის შესაბამისად ქონების გადაცემისთვის გადახდილი გადასახადების ოდენობა, გადასახადის გადამხდელ პირთა ოდენობის მითითებით;
2
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) ქონების მიმღები რუსეთის მოქალაქეების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისთვის გადახდილი გადასახადების ოდენობა, გადასახადის გადამხდელ პირთა ოდენობის მითითებით;
3
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ავტომობილების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთვის და ზენორმატიული დატვირთვისთვის გადახდილი გადასახადების ოდენობა, საგადასახადო კოდექსის 205 მუხლით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშულებათა სახეობანის მიხედვით;
4
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) საგადასახადო კოდექსის მე-20 თავის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირების რაოდენობა და მათ მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობა;
5
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის მოქალაქეების მიერ საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საკურორტო გადასახადების ოდენობა, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის და გადასახადის გადამხდელ პირთა ოდენობის მითითებით;
6
2019-2022 წლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) რუსეთის მოქალაქეების მიერ საგადასახადო კოდექსის 212-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი სასტუმროს გადასახადის ოდენობა, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის და გადასახადის გადამხდელ პირთა ოდენობის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი