განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე), პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხილული სავარაუდო სამართალდარღვევების სტატისტიკა საფუძვლებისა და სუბიექტების მიხედვით ცალ-ცალკე;
2
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე), პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილი სამართალდარღვევის საქმეების სტატისტიკა შედეგებისა და საფუძვლების მიხედვით;
3
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე), პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხილული სავარაუდო სამართალდარღვევების იდენტიფიცირების წყაროების სტატისტიკა (მიმართვა, მონიტორინგი, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია);
4
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე), პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებული სამართალდარღვევების შედეგად სუბიექტებისათვის დაკისრებული ჯარიმების სტატისტიკა (სუბიექტების მითითებით);
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი