განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) დავების საბჭოში გასაჩივრებული შესყიდვების სტატისტიკა, საჩივრის სტატუსის (დაუშვებლად მიჩნეული, დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჩივარი გაუქმებულია, განუხილველი) და შესყიდვის ტიპის მიხედვით;
2
2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე), გამარტივებული შესყიდვების შეთანხმების ელექტრონულ მოდულში შემოსული განცხადებების რაოდენობა მოთხოვნის საფუძვლისა და დაკმაყოფილების სტატუსის მიხედვით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი