განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2017-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 წლის შემთხვევაში თვეების მიხედვით) საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების თხოვნით (ნატურალიზაციის სახეების და განმცხადებელთა მოქალაქეობის (ქვეყნების) მიხედვით) შემოსული განცხადებების სტატისტიკა, დამდგარი შედეგების (დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილება) მიხედვით.
2
2013-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 წლის შემთხვევაში თვეების მიხედვით) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სტატისტიკა, შეწყვეტის სახეების მიხედვით;
3
2013-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 წლის შემთხვევაში თვეების მიხედვით) საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე (ქვეყნების მიხედვით) ქორწინების სტატისტიკა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი