განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2022 წლის 20 მაისიდან დღემდე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის (დამტკიცებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანებით) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საჯარო სკოლებში დაკომპლექტებულ საკონკურსო კომისიებში სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის სავალდებულო წესით ჩართვის სტატისტიკა (კონკრეტული სკოლის მითითებით), მათ შორის, კომისიაში ცენტრის წარმომადგენლის განსაზღვრის ამს
2
2022 წლის 20 მაისიდან დღემდე, იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა ცენტრის წარმომადგენლის მონაწილეობით. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ცენტრი არ ამუშავებს წინამდებარე განცხადებაში მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტები პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი