განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რამდენი ადამიანია დასაქმებული კონკრეტულად ფულის გათეთრების საკითხებზე (პოზიციები, რომელთა კომპეტენციაში მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მოიაზრება, ჩაშლილი წლების მიხედვით 2019-2022 წლებისთვის, პოზიციების მითითებით)?
2
2019-2022 წლებში ნაღდი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებული რამდენი საეჭვო გარიგების ანგარიშგება მოხდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან (ჩაშლილი წლების მიხედვით, მათ შორის, ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გადაადგილების შესახებ)?
3
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის რამდენი საეჭვო გარიგების გადაგზავნა მოხდა 2019-2022 (ჩაშლილი წლებისა და შესაბამისი ორგანოების მიხედვით)?
4
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის 2019-2022 წლებში გადაგზავნილი საეჭვო გარიგებებიდან რამდენ შემთხვევაში აღიძრა საქმე / რამდენ შემთხვევას მოჰყვა დამატებითი რეაგირება (ჩაშლილი წლებისა და შესაბამისი ორგანოების მიხედვით)?
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი