განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
შპს „ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარების ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ცენტრის“ წერილის შესახებ, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N0109191550 დასკვნის მიხედვით გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელებული ქმედებების და დამდგარი შედეგების ჩამონათვალი;
2
2018-2019 წლებში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა რევიზიების დასკვნების (N0109191550 დასკვნის გარდა) ასლები;
3
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც დღეის მდგომარეობით სამინისტროს თანხმობით იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულებით გასხვისებული აქვთ სხვა კერძო იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე. (ქონების დასახელების და მისი გასხვისების პირობების მითითებით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი