განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოში ნავთობის იმპორტიორი კომპანიების (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) ჩამონათვალი, რომლებიც იმპორტს რუსეთიდან ახორციელებენ, მათ მიერ 2021 წელსა და 2022 წლის ივნისის ჩათვლით იმპორტირებული ნავთობის მოცულობის მითითებით;
2
2021 წელსა და 2022 წლის ივნისის ჩათვლით (ცალ-ცალკე) მათ მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი, იმავე პერიოდებში საქართველოში იმპორტირებული ნავთობის ჯამურ მოცულობასთან მიმართებით, თანხობრივი მაჩვენებლის მითითებით.
3
საქართველოში ნავთობის მოპოვების ლიცენზიების მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი, მათი საიდენტიფიკაციო კოდების, ლიცენზიების ვადებისა და ლიცენზიის საფასურის მითითებით.
4
საქართველოში გაზის იმპორტიორი კომპანიების (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) ჩამონათვალი, რომლებიც იმპორტს რუსეთიდან ახორციელებენ, მათ მიერ 2021 წელსა და 2022 წლის ივნისის ჩათვლით იმპორტიტებული გაზის მოცულობის მითითებით;
5
2021 წელსა და 2022 წლის ივნისის ჩათვლით (ცალ-ცალკე) მათ მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის წილი, იმავე პერიოდებში საქართველოში იმპორტირებული გაზის ჯამურ მოცულობასთან მიმართებით, თანხობრივი მაჩვენებლის მითითებით.
6
საქართველოში გაზის მოპოვების ლიცენზიების მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი, მათი საიდენტიფიკაციო კოდების, ლიცენზიების ვადებისა და ლიცენზიის საფასურის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი