განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წლიდან დღემდე (ცალ-ცალკე, წლების მიხედვით), რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცხოველის წვალების ასევე ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია (სსსკ 259.1 მუხლი); იმავე ქმედების ჩადენისთვის ჯგუფურად (სსსკ მუხლი 259.2.ა); არაერთგზის (სსსკ მუხლი 259.2.ბ) და მცირეწლოვნის თანდასწრებით (სსსკ მუხლი 259.2.გ) (ცალ-ცალკე ჩამოთვლილი დანაშაულის ძირითადი და კვალიფიციური შემადგენლობის მიხედვით).
2
2019 წლიდან დღემდე (ცალ-ცალკე, წლების მიხედვით), რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოიძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით (სასკ მუხლი 104).
3
რა ქმედებებს ახორციელებთ ცხოველთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ან ცნობილია თუ არა თქვენთვის მოცემული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებათა საქმიანობის შესახებ (მაგ. საინფორმაციო კამპანიები, ცნობიერების ამაღლების აქტივობები, პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიების თუ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა აქტების მიღება და ა.შ.).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი