განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტროს) სისტემაში შემავალ სამოქალაქო ოფისში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით. (მაგალითად, პირადი განცხადება);
2
სამინისტროს სისტემაში შემავალ თავდაცვის ძალებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით. (მაგალითად, პირადი განცხადება);
3
სამინისტროს სისტემაში შემავალ სამოქალაქო ოფისში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საერთო რაოდენობა 2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამინისტროს დებულების მიხედვით სამოქალაქო ოფისში გაერთიანებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით;
4
2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამინისტროს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო პროფესიული სამსახურისა და აქტიური სარეზერვო სამსახურის შესახებ რამდენი კონტრაქტი შეწყდა: ა) სამინისტროს ინიციატივით ბ) კონტრაქტით დასაქმებული პირის ინიციატივით (გთხოვთ ეს ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით)
5
2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამინისტროს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო პროფესიული სამსახურისა და აქტიური სარეზერვო სამსახურის ამოწურული და გაგრძელებული კონტაქტები რაოდენობა. (კერძოდ, რამდენი კონტრაქტი ამოიწურა მითითებულ პერიოდში და რამდენი გაგრძელდა, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით);
6
2020 წლის, 2021 წლის და 2022 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამინისტროს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო პროფესიული სამსახურისა და აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ რამდენი ახალი კონტრაქტი იქნა გაფორმებული. (გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ წლების მიხედვით);
7
განცხადებების საერთო რაოდენობა, რომლითაც სამინისტროში (როგორც თავდაცვის ძალებში ისე სამოქალაქო ოფისში) დასაქმებულმა პირებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. გთხოვთ რაოდენობა მოგვაწოდოთ წლების მიხედვით (2020, 2021, 2022 წლები). შენიშვნა: თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებულ სტატისტიკურ მონაცემებს სამინისტრო არ აწარმოებს მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ ფორმით როგორც ისინი მუშავდება.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი